22 სექტემბერს, 18:00 საათზე, თსუ მეცნიერებთან და დოქტორანტებთან შეხვედრას გამართავს გამომცემლობა შპრინგერის (Springer) ჟურნალების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ალიქსანდრ ბირუკოუ (Aliaksandr Birukou).
შეხვედრა მიეძღვნება სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამომცემლობების ტრენდებს და ტენდენციებს, თანამედროვე გამოწვევებს, ასევე ღია წვდომის ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნებას. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია კითხვა-პასუხსის სესია.
შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.
მისამართი: თსუ I კორპუსის 115 აუდიტორია.